27 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
ახალაიას ჯგუფი, თუ მერაბიშვილის ჯგუფი შეეცდება, თავი მოუყაროს რაღაც ნარჩენებს და წარმოდგეს, როგორც სამართალმემკვიდრე "ძლევამოსილი ენმ-სი" - საჯველაძე

"ნაციონალური მოძრაობა" ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. საკითხს ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში".

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაჯგუფებებს აქვთ ერთი გამაერთიანებელი, რომ არიან დესტრუქციული და "საზრდოობენ ხელისუფლებაში ყოფნის დაუოკებელი სურვილით":

"გარკვეული ჯგუფები და დაჯგუფებები არსებობენ, რომლებსაც სრულიად არათავსებადი ინტერესები აქვთ ერთმანეთთან, თუმცა ერთადერთი გამაერთიანებელი აქვთ, რომ ყველა მათგანი დესტრუქციულია და ყველა მათგანი საზრდოობს ერთადერთი დაუოკებელი სურვილით - ხელისუფლებაში ყოფნისა და გავლენების ქონისა. ასეთ ფონზე, გასაგებია, რომ ისინი ეცდებიან ერთმანეთის ძალაუფლების მიტაცებას, იმისთვის რომ ერთგვარი ბუტაფორიული სიძლიერის შთაბეჭდილება შექმნან. ამ გზით, მაგალითად, ახალაიას ჯგუფი, თუ მერაბიშვილის ჯგუფი შეეცდება, რომ თავი მოუყაროს რაღაც ნარჩენებს, რაღაც ფორმა მისცეს ამას ყველაფერს და წარმოდგეს, როგორც სამართალმემკვიდრე "ძლევამოსილი ნაციონალური მოძრაობისა". ამგვარი სიმულაციების შექმნას შეეცდებიან იმისთვის, რომ სულ არ დაკარგონ ის ნარჩენი ხმები და ნარჩენი მხარდაჭერა რაც შეიძლება საზოგადოებაში ჰქონდეთ," - აცხადებს საჯრველაძე

დღის ამბები