სერგეი ლავროვი შეერთებულ შტატებს და მის დასავლელ პარტნიორებს აზია-წყნარი ოკეანის აუზზე კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს. რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, დასავლეთის მიერ შემუშავებული ახალი კონცეფციები ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების შეკავებაზეა ორიენტირებული.
"დღეს კოლექტიური გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, რადგან შეერთებული შტატები და დასავლელი კოლეგები მიუღებელი ენით აჟღერებდნენ მოთხოვნებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, უკვე რამდენიმე ათწლეულია ასეანის ინიციატივებზე ვითარდება. მის ირგვლივ უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ღია და თანასწორი სტრუქტურა შეიქმნა. ახლა კი შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კონტროლის დამყარებას ცდილობენ.
არც ისე დიდი ხნის წინ, წამოაყენეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრატეგიების კონცეფცია. ამ კონცეფციის ფარგლებში ხდება ფორმატების პოპულარიზაცია, რომლებიც ყველასთვის ღია არ არის, ფაქტობრივად ეს კონკურენციას უწევს ინკლუზიურ სტრუქტურებს რომლებიც შექმნილია ასეანის გარშემო და გულისხმობს ამ რეგიონის მილიტარიზაციას, რომელიც ორიენტირებულია ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების შეკავებაზე, აზია წყნარი ოკეანის რეგიონში," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.