27 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
მთავრობის მეთაური საზოგადოებას ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს ულოცავს

მთავრობის მეთაური საზოგადოებას ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს ულოცავს.

"13 ნოემბერს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოვლენას, რწმენისა და სამშობლოსათვის საოცარ თავდადებას აღვნიშნავთ - ამ დღეს, თითქმის 800 წლის წინ, ასი ათასი ქართველი სარწმუნოების დაცვას შეეწირა," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ გმირი წინაპრების ხსოვნა საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავდა ქართველი ხალხის სულიერ ღირებულებებს და განამტკიცებდა რწმენას.

"ჩვენი გმირი წინაპრების ხსოვნა საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენი ხალხის სულიერ ღირებულებებს, განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, და ასე იქნება მუდამ.
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს," - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

დღის ამბები