მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტები მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე განდევნეს, უახლესი სატელიტური ფოტოებით ირკვევა, რომ რუსებმა მდინარის გასწვრივ, თითქმის მთელ სიგრძეზე თავდაცვითი თხრილები გაავლეს.
ქალაქ ხერსონში უკრაინის დროშის აღმართვა ისტორიულ გამარჯვებად შეაფასა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კრემლი კი ამტკიცებს, რომ ეს ტაქტიკური უკან დახევაა და ხერსონი ისევ რუსეთს ეკუთვნის.
ამ ყველაფრის ფონზე, რუსული მხარე ჯიუტად ამტკიცებს, რომ მათ ტაქტიკური უკანდახევა განახორციელეს.