27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში ნიშნავს იმას, რომ გაძლიერდება ჩვენი პოლიტიკური სისტემა - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირება მმართველი პარტიის პოლიტიკურ სისტემას გააძლიერებს. 

"მთელი დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით წარიმართება სწორედ კეზერაშვილის ნაძარცვი ფულის გარშემო - ეს მეტყველებს მათ ღირებულებებზე, იმ ღირებულებებზე, რომლის გარეშეც არის გაერთიანებული ენმ. რაც უფრო მეტად დასუსტდება "ნაცმოძრაობა", მით უფრო მეტად გაიზრდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ასეთი პროცესები თუ იქნება მომავალში, ეს იქნება ძალიან კარგი. დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში ნიშნავს იმას, რომ გაძლიერდება ჩვენი პოლიტიკური სისტემა,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები