27 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
მიდეას Lunar სერიის სარეცხის მანქანები – როცა კომუნიკაცია მარტივია

მიდეას Lunar სერიის სარეცხის მანქანები – როცა კომუნიკაცია მარტივია

ვინც მიდეას პროდუქციას იცნობს, არ გაუკვირდება ის ინოვაცია, რომლის გაცნობასაც თქვენთვის ახლა ვგეგმავთ. გაცილებით გამძლე, მარტივად სამართავი, მრავალფუნქციური, უხმო, ენერგოეფექტური – ასე ხასიათდება მიდეას პრემიუმ სეგმენტის Lunar სერიის სარეცხის მანქანები. უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი ეს მოწყობილობები მომხმარებლებს უმარტივებს ყოველდღიურ რუტინულ საქმეებს, ეხმარება დროის დაზოგვაში და მათ ცხოვრებას გაცილებით უფრო კომფორტულს ხდის.

მაინც რაში მდგომარეობს Lunar სერიის სარეცხის მანქანების ინოვაციურობა, როგორია მათი მთავარი ფუნქციები და რა პრობლემებს გვიგვარებენ ისინი? – ამ კითხვებზე პასუხებს სტატიაში იპოვით.

დისტანციური მართვა, რომელიც გიმარტივებთ ცხოვრებას

ჩართე და მართე დისტანციურად, მაშინაც კი თუ სახლში არ ხარ – ეს უმარტივესი პროცედურაა, თუკი საქმე Lunar სერიის სარეცხის მანქანებს ეხება. მობილური აპლიკაციით,  M Smart Home-ით თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერი ადგილიდან ჩართოთ სარეცხის მანქანა, დააყენოთ ან შეცვალოთ რეჟიმები ანუ სრულად მართოთ რეცხვის პროცესი. სახლში დაბრუნებულებს კი მხოლოდ სუფთა სარეცხის დაბინავებაზე ზრუნვა მოგიწევთ.

აპლიკაციით მართვა ძალიან კომფორტული მაშინ როცა გსურთ ისარგებლოთ Air Fresh და შრობის ფუნქციებით. მაგალითად, თუკი სარეცხის მანქანიდან გამოღება დაგავიწყდათ ან რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ სახლში არ აღმოჩნდით, შეგეძლებათ Air Fresh-ის ფუნქციით ისარგებლოთ დისტანციურად. ის დოლურას ყოველ ნახევარ საათში დატრიალებასა და უზრუნველყოფს სარეცხის „დაფერთხვას“. ამასთან ერთად, შიდა ვენტილატორით გარედან შიგნით შემოიტანს სუფთა ჰაერს და შეუნარჩუნებს მას სასიამოვნო სუნს. ეს ფუნქცია Lunar სერიის ერთ-ერთ სარეცხის მანქანას აქვს. ამავე მოდელს გააჩნია საშრობიც, რომელიც დაგეხმარებათ მოკლე დროში გააშროთ სარეცხი და მისი გაფენისთვის საჭირო დროც დაზოგოთ.

ამასთან ერთად, M Smart Home-ში აისახება ყველა მონაცემი მოწყობილობის შესახებ, მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას მის მდგომარეობაზე და შეგახსენებთ სხვადასხვა პროცედურების ჩატარების საჭიროებას.

დაზოგილი ელექტრო ენერგია და შემცირებული კომუნალური ხარჯები

ჭარბი ელექტრო ენერგიის მოხმარება არა მხოლოდ გარემოზე ახდენს მავნე ზემოქმედებას, არამედ პირდაპირ აისახება ჩვენს ფინანსებზე. თუმცა, Lunar სერიის სარეცხის მანქანები ეკომეგობრული პროდუქტებია – ისინი აღჭურვილია კვადრო ინვერტორული ძრავით, რის გამოც 70%-ით ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარენ, სხვა ტიპის სარეცხის მანქანებისგან განსხვავებით. ცხადია, ამ უპირატესობის გამო, მნიშვნელოვნად გვიმცირდება  ყოველთვიური გადასახადებიც.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ Lunar სერიის სარეცხის მანქანები ხანგრძლივად მოგემსახურებათ, რადგან სწორედ ამ ძრავზე ვრცელდება მიდეას 10 წლიანი გარანტია.

სიწყნარე და სიმყუდროვე თქვენს სახლებში

დაივიწყეთ ხმაური, რომელსაც სარეცხის მანქანები გამოსცემენ და ისიამოვნეთ სიმყუდროვითა და სიმშვიდით, რადგან მიდეას უახლესი მოწყობილობები 10,4%-ით ნაკლებ ხმას გამოსცემენ ვიდრე სხვა სარეცხის მანქანები.

2-ჯერ უფრო სწრაფი რეცხვა, რომელიც გიზოგავთ ძვირფას დროს

როცა დროის დაზოგვა მოგესურვებათ, Lunar სერიის სარეცხის მანქანებით შეგეძლებათ რეცხვის პროცესი თითქმის 2-ჯერ ააჩქაროთ. ამისთვის დაგჭირდებათ, ის ტურბო რეჟიმზე გადაიყვანოთ, რა დროსაც დოლურას მუშაობა აჩქარდება  და რეცხვის სრული ციკლის ხანგრძლივობა 40%-ით შემცირდება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტურბო რეჟიმის გამოყენებისას, რეცხვის ხარისხი ისეთივე მაღალია, როგორიც ჩვეულებრივის შემთხვევაში იქნებოდა.

ორთქლით რეცხვის ფუნქცია, რომელიც 99,9%-ით ანადგურებს ბაქტერიებს

ორთქლით რეცხვა და ნივთების სრულფასოვანი სტერილიზაცია სახლის პირობებშიც შეგეძლებათ, თუ დამხმარედ მიდეას უახლეს სარეცხის მანქანებს გაიხდით. ორთქლით რეცხვის დროს ბაქტერიები 99,9%-ით განადგურდება, რაც მთავარია, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ქსოვილს არც ფორმა დაეკარგება და არც ფერი.

თვითწმენდა ყოველი რეცხვის შემდეგ

დოლურას წმენდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოწყობილობა დროთა განმავლობაში არ დაბინძურდეს და ჩვენი ნივთებიც ყოველთვის სრულფასოვნად გაირეცხოს. სამწუხაროდ, ეს პროცესი ხშირად გვავიწყდება, თუმცა, ამ პრობლემას Lunar სერიის სარეცხის მანქანების Autoclean ფუნქცია აგვარებს. მისი დახმარებით მანქანების თვითწმენდის პროცედურა, ჩვენგან დამოუკიდებლად, რეცხვის ციკლის დასრულების შემდეგ ტარდება ავტომატურ რეჟიმში.

ჩაამატეთ დავიწყებული ნივთი

რამდენჯერ გაგხსენებიათ ან დაგინახავთ გასარეცხი ნივთი მანქანის ჩართვის შემდეგ? ალბათ, არც ისე იშვიათად. მიდეას უახლესი სარეცხის მანქანები ამ პრობლემასაც მოგიგვარებთ, რადგან მას ჩამატების ფუნქცია აქვს. შეგეძლებათ რეცხვის დაწყებიდან 10-15 წუთის განმავლობაში დააპაუზოთ, მშვიდად ჩაამატოთ დავიწყებული ნივთი და განაგრძოთ რეცხვა.

თანამედროვე დიზაინი და მოქნილი ინტერფეისი

ამ ყველაფერთან ერთად, გაითვალისწინეთ ისიც, რომ Lunar სერიის სარეცხის მანქანებზე დატანილია ლუნარ ღილაკი, რომელშიც ინტეგრირებულია ეკრანი. ასეთი ინოვაციური ინტერფეისით გამოირჩევა მხოლოდ მიდეას პრემიუმ სეგმენტის სარეცხის მანქანები, რომელიც რეცხვის დროს, რეჟიმსა და მოწყობილობის მუშაობის სხვა პროცესებს ასახავს და საშუალებას გაძლევთ მათ მარტივად ადევნოთ თვალი.

მიდეა მსოფლიოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ის მომხმარებლებს ენერგოეფექტურსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს სთავაზობს, რითაც მაქსიმალურად უმარტივებს მათ ყოველდღიურობას. მიდეას პროდუქციის, მათ შორის, Lunar სერიის სარეცხის მანქანების შეძენა შესაძლებელია მიდეას შოურუმში ფარსადანის ქუჩა N 7,  ონლაინ მაღაზიაში www.midea.ge და ასევე პარტნიორ მაღაზიათა ქსელებში: გრანდ ელექტრონიქსი, კარფური, დისქაუნთერი, უნიკომი და გორგია.

Lunar სერიის სარეცხის მანქანების დასათვალიერებლად ეწვიეთ მითითებულ ბმულებს, შეიძინეთ და მიიღეთ საჩუქრად მიდეას მტვერსასრუტი.

სარეცხის მანქანა + საშრობი – MF200D80WB/T 

სარეცხის მანქანა – MF200W90WB/T

სარეცხის მანქანა – MF200W80WB/T

 

R

 

დღის ამბები