იუნესკოს ახალი პროექტი- ინიციატივის მიზანი კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების პოპულარიზაცია და ეკოტურიზმის განვითარებაა.
პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს კი მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა წარმოადგენს.
20 ადგილობრივი ახალგაზრდა, იუნესკოს უბნის მართვის პროცესში ჩაერთო. ისინი "კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების" მმართველ სტრუქტურაში დასაქმდნენ იმისთვის, რომ დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას გაეცნონ და რეინჯერებს ყოველდღიური მოვალეობის შესრულებაში დაეხმარონ.