ქართული ღვინის დეგუსტაცია და ქართული ფილმის ჩვენება ვილაფრანკაში - ქალაქში რიგით მე-11 ღვინის ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც სტუმარი ქვეყნის სტატუსით საქართველოც არის მიწვეული.
ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებისთვის მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, ასევე ქ. ვილაფრანკას ცენტრში, აღიმართა ქართული კუთხე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო, ასევე ნაჩვენები იყო ალექსანდრე გაბუნიას დოკუმენტური ფილმი - "საქართველო ღვინის სამშობლო".