27 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
ევროპელი და ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით ბორჯომში სემინარი მიმდინარეობს

ევროპელი და ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით ბორჯომში სემინარი მიმდინარეობს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ევროპული სასამართლოების პრაქტიკის გაზიარებას მოიცავს.

ორგანიზატორები საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია არიან.

სემინარში საქართველოდან 11 მოსამართლე მონაწილეობს. შეხვედრის მიზანია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერა და ევროკავშირის კანონმდებლობისა და პრაქტიკასთან დაახლოება.

დღის ამბები