27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
მკვლელი ომით პუტინმა დაბრკოლება შეუქმნა ყველაფერს, რაც ადრე მოლაპარაკების კუთხით ხდებოდა - შოლცი

რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიის გზით დასრულებას სკეპტიკურად უყურებს გერმანიის კანცლერი.

ოლაფ შოლცის განცხადებით, პუტინმა დაბრკოლება შეუქმნა ორ ქვეყანას შორის ყველა ძალისხმევას, რაც ადრე მოლაპარაკებების კუთხით ხდებოდა. მისი თქმით დიქტატორული სამყარო ვერ იარსებებს.

"ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, რათა შესაძლებელი იყოს მშვიდობის დამყარება. ეს რუსეთის პრეზიდენტთან ყველა ჩემი საუბრის თემა იყო. მკვლელი ომით, რომელიც ახლა გადაგვაქვს, პუტინმა დაბრკოლება შეუქმნა ყველაფერს, რაც ადრე ხდებოდა მოლაპარაკებების კუთხით. პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიქტატორული მსოფლიოს იდეა არ იმუშავებს და რომ არ შეიძლება უბრალოდ ტერიტორია მარკერით შემოხაზო და თქვა: ახლა ეს ჩემია. ამიტომ, დიქტატორული სამყარო არ იქნება, უნდა იყოს განსხვავებული გაგება,"- აცხადებს შოლცი.

დღის ამბები