27 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
საჩხერეში სახალხო დღესასწაული “საჩხერლობა 2022” აღინიშნება

საჩხერეში სახალხო დღესასწაული “საჩხერლობა 2022” აღინიშნება. ღონისძიებები ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო.  

სოფელ სხვიტორში გაიხსნა აკაკი წერეთლის ქანდაკება და სკვერი, ასევე ახლადრეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა ასევე "მოდი ნახე-ს" ციხის მიმდებარედ. კულტურულ,  სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის სპორტული მონაპოვრის გამოფენა. გაიმართება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია. საზეიმო ღონისძიებებს კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.

დღის ამბები