27 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
გორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ორ პირს, გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება

გორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ორ პირს, გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ფერეიდნიდან, წლების წინ ჩამოსახლებულ მამაკაცს იარაღი არ ჰქონია.

სასამართლომ აღნიშნული პირი პატიმრობაში დატოვა. დაკავებულების ადვოკატები დავის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ირანული ენის თარჯიმანსა და მეორე ბრალდებულს, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები