27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ზოგიერთი რუსული რუბლების აღებით არის დაინტერესებული მაგალითად ხოშტარია, ვაშაძეს კიდე სხვა ინტერესი აქვს -ალუდა ღუდუშაური

სამკაციანი პარტიები არა, თუმცა სამკაციანი კოალიცია უკვირთ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციურ ტრიოს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან ისინი უკიდურესი რადიკალიზაციით გამოირჩევიან.

"ქართული ოცნების" წევრების თქმით, ოპოზიციური სამეულის ინტერესებში ქვეყნის კეთილდღეობა არ შედის.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ სამკაციანი კოალიცია ქართულ პოლიტიკაში იშვიათია.

"სამკაციანი პარტიები გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა სამკაციანი კოალიცია პირველად ვნახეთ. ისინი საერთოდ არ არიან ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, ზოგიერთები ცდილობენ კანდიდატის სტატუსი რყევებისთვის გამოიყენონ,"- აცხადებს იონათამიშვილი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ სამკაციან პარტიას სურს პოლიტიკურ სარბიელზე ტივტივი.

"ხოშტარიას სხვა როლი აქვს, ჯაფარიძეს სხვა და ვაშაძეს სხვა, თუმცა მათი ზოგადი საქმიანობის შედეგია როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ სარბიელზე. ზოგიერთი რუსული რუბლების აღებით არის დაინტერესებული მაგალითად ხოშტარია, ვაშაძეს კიდე სხვა ინტერესი აქვს და ა.შ,"- აცხადებს ღუდუშაური.

დღის ამბები