ჩვენ ვიგებთ ბრძოლას ადგილზე, თუმცა ომი გრძელდება - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე განაცხადა.
უკრაინის პირველი დიპლომატის თქმით, ყველა ომი დიპლომატიით მთავრდება, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიაზე უკრაინა წამების ოთახებს და მასობრივ სამარხებს პოულობს, ასეთ ადამიანებთან საუბარი კი მარტივი არაა.
დმიტრო კულებას თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად უნდა მიუდგეს.
"ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს ადგილზე, მაგრამ ომი გრძელდება. უკრაინის არმია კვალავც განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებას, რადგან ვიბრძვით თავდაცვით ომში მტრის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა . ამ ომის საბოლოო შედეგში ეჭვი არ მეპარება. უკრაინა გაიმარჯვებს. ეს მხოლოდ დროისა და ფასის საკითხია,"- აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.