27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ბათუმში მოსახლეობასთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა - ზურა ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და გიორგი ვაშაძემ ბათუმში მოსახლეობასთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს .

მათი შეფასებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობის გამოფხიზლება და დიდი ერთობის შექმნა, რომელიც ხელისუფლებაში პროდასავლურ ძალებს მოიყვანს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთობაში "ნაციონალურ მოძრაობასაც" გულისხმობს .

სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ „ქვეყანა რუსეთის ჭაობისკენ“ მიემართება, ხელისუფლება არ ცდილობს ევროკომისიის მიერ შეთავაზებული 12 პუნქტის შესრულებას და ახშობს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

შეხვედრა სასტუმრო "ლა მერიდიენში" დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა , იგი კითხვა -პააუხის რეჟინში მიმდინარეობდა .

დღის ამბები