27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
6 წლის შემდეგ საქართველოში ლეგენდარული იტალიური ჯგუფი ბრუნდება - Ricchi e Poveri-ს ქართველი მსმენელი 80-იანი წლებიდან იცნობს

6 წლის შემდეგ, საქართველოში ლეგენდარული იტალიური ჯგუფი ბრუნდება. Ricchi e Poveri, რომელსაც ქართველი მსმენელი 80-იანი წლებიდან იცნობს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძველ სპორტის სასახლეში გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება. ჯგუფის ორი წევრი ხვალინდელი საღამოსთვის ბოლო რეპეტიციას გადის, იტალიელ არტისტებს, მსენელის წინაშე ორ საათიანი პროგრამა აქვთ შესასრულებელი.

ლეგენდარულ იტალიურ დუეტთან ერთად, მსენელს სპორტის სასახლეში ცნობილი ქართველი შემსრულებლების მოსმენის საშუალებაც ექნებათ. Ricchi e Poveri-ს საქართველოში ორი კონცერტი აქვს დაგეგმილი და ორივე მათგანი საქველმოქმედო იქნება, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი მთლიანად 18 წლამდე ასაკის ონკოპაციენტებს მოხმარდება.

"გელოდებით ყველას" - ასეთია იტალიური ჯგფის გზავნილი ქართველი მელომანებისთვის.

ავტორი: ანი გენებაშვილი.

დღის ამბები