27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
73 წლის ქართველ ემიგრანტს პედოფილიაში ედება ბრალი - ის საბერძნეთში ქალაქ დრამის საბავშვო ბაღთან დააკავეს

სავარაუდო პედოფილიის კიდევ ერთი ფაქტი - ბრალდებული საქართველოს 73 წლის მოქალაქეა, დილარ კუპატაძე ბერძენმა სამართალდამცავებმა ქალაქ დრამის საბავშვო ბაღთან აიყვანეს.

73 წლის დილარ კუპატაძეს რამდენიმე ბრალი აქვს წარდგენილი. არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებასთან ერთად, მას გამოძიება მუქარასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. პედოფილიის საქმეზე ინფორმაცია ბერძნულ მედიაში აქტიურად შუქდება.

საქართველოს მოქალაქე სამართალდამცველებმა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს. როგორც გამოძიება ამტკიცებს, ის არასრულწლოვანთან კავშირის დამყარებას ცდილობდა. დაკავებისას დილარ კუპატაძეს სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.

ის, რასაც ბერძენი გამომძიებლები ამტკიცებენ, დაუჯერებელია მათთვის, ვინც დილარ კუპატაძეს წლებია იცნობს. მეზობლები 73 წლის მამაკაცსა და მის ოჯახს დადებითად ახასიათებენ და ყვებიან, რომ მან საქართველო 90-იან წლებში დატოვა.

73 წლის მამაკაცს პედოფილიის ბრალი საბერძნეთის პროკურატურამ უკვე წარუდგინა. ახლა პროცესები სასამართლოში გადადის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმეს არაერთი დაზარალებული ჰყავს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ზურაბ კუპატაძე, რომელიც "კურიერის" კამერას გაურბის, საბერძნეთში მცხოვრები დილარ კუპატაძის შვილია. მამაკაცის, რომელიც დღეს საზღვარგარეთ, საბერძნეთის მართლმსაჯულების საბრალდებო სკამზე ზის. დაკავების შემდეგ შვილს მამასთან არ უსაუბრია და არც მის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე იცის რამე.

დღის ამბები