27 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
მე ვფიქრობ, დღეს ამ ძალიან რთულ კონფლიქტში ქალები აჩვენებებ მსოფლიოს, რომ ჩვენ შეგვიძლია პროგრესი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში გრძელდება. სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო "პარიზის მშვიდობის ფორუმში", სადაც გამოწვევებსა და ქალების როლზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი, ირანელი და ქართველი ქალების მიმართ. ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალებზე.

"მე ვფიქრობ, რომ დღეს ამ ძალიან რთულ კონფლიქტში, ქალები აჩვენებებ მსოფლიოს, რომ ჩვენ შეგვიძლია პროგრესი. მინდა გამოვხატო სოლიდარობა ირანელი ქალების მიმართ. ასევე, არ დავივიწყოთ უკრაინელი ქალები. ისინი აჩვენებენ უკრაინის წინააღმდეგობას, როგორც მებრძოლი გმირები. ისინი მხარს უჭერენ ქმრებს ამ ომში. ასევე მოლდოვა, რომელიც რთულ ვითარებაში იბრძვის. მინდა ვისაუბრო იმ ქალებზე, რომლებიც საქართველოში 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ. ეს ქალები გვაჩვენებენ მედეგობას, გვაძლევენ მომავლის იმედს ტერიტორიული ერთიანობისთვის. დროა რუსეთმა გაიგოს, რომ სხვების მიწა რუსეთის მიწა არ არის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები