27 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
"ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ასე არის მიგდებული, ყველაფერი სტკივა,  ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი" - გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სანახავად "ვივამედში" მივიდა, აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ძალიან ავად არის და ყველაფერი სტკივა.

"2 კვირის წინ შევედი სანახავად. ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ასე არის მიგდებული, ყველაფერი სტკივა, კუნთების ატროფიისთვის მასაჟისტი უნდა მიიყვანონ, მასაჟისტი ვერ ეკარება, რადგან ყველაფერი სტკივა. ვერ გავიგე, ეს "ქართული ოცნების" ლიდერშიპი რომ დაგვცინის და იძახის, რომ სააკაშვილის ხალხი პანიკავს ტეხავსო, დალოცვილისშვილებო, პარლამენტის წევრები ხართ, გავიგე, რომ არ ხართ ევროპელი პოლიტიკოსები, მაგრამ პარლამენტის წევრები თუ არ ხართ, ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი,"- აცხადებს პარლამენტის წევრი გრიგოლ ვაშაძე.

დღის ამბები