27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
თბილისის მერმა 100 წლის ეკატერინე ბადადგულოვას საიუბილეო თარიღი მიულოცა

თბილისის მერმა 100 წლის ეკატერინე ბადადგულოვას საიუბილეო თარიღი მიულოცა,-ამის შესახებ კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

ეკატერინე ბადადგულოვამ თბილისის N118 სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად 50 წელი იმუშავა, ხოლო დღეს შვილთაშვილის განათლებაზე ზრუნავს.

"მინდა, მოგილოცოთ 100 წლის იუბილე, რომლის უკან დგას თავდაუზოგავი შრომა. ალბათ იყო სირთულეებიც, მაგრამ არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შრომას მოაქვს შედეგი. ეს შედეგი კი თქვენ მიერ აღზრდილი არაერთი თაობაა, რომელთა ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს!

ეკატერინე ბადადგულოვამ თბილისის N118 სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად 50 წელი იმუშავა და დღემდე, 100 წლის ასაკში შვილთაშვილის განათლებაზე ზრუნავს," - წერს თბილისის მერი კახა კალაძე.

დღის ამბები