საბერძნეთში პედოფილიის ბრალდებით დაკავებული 73 წლის მამაკაცის ახლობლები, "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებენ. მათ უჭირთ იმ ამბის დაჯერება, რასაც ბერძნული გამოძიება ამტკიცებს.
"90-იანი წლების შემდეგ წასულია საბერძნეთში. თავისთვის დაბაჩუნობდა წყნარი პატიოსანი კაცი იყო, პირველად მესმის ეს ამბავი თან ამ ასაკში? ეს გასაოგნებელი ამბავია, რაც გავიგე,"- აცხადებენ ახლობლები.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ. შვილი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ბოლოს მამასთან კონტაქტი 1 კვირის წინ ჰქონდა.
საბერძნეთში პედოფილიის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედია დაკავებულის ფოტოებს და ვინაობას ასაჯაროებს. ის პენსიონერი, 73 წლის დილარ კუპატაძეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც ის არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე დაზარალებულია. ქალაქ დრამის პოლიცია მოუწოდებს ადგილობრივებს, თუ ვინმეს აქვს დამატებითი ინფორმაცია ქართველი მამაკაცის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმართონ სამართალდამცველებს. საქართველოს მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა იარაღით მუქარასაც, რადგან დაკავებულის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.