27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
როგორ გადანაწილდება პარტიული თანამდებობები "ნაციონალურ მოძრაობაში" - დეტალები "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია 

"კურიერმა" გაარკვია რომ პარტიის ერთი ფრთა თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას განიხილავს. ეს ის ჯგუფია, რომლის უკანაც კეზერაშვილი-მერაბიშვილი დგანან. მეორე მხარეს კი ძმები ახალაიები არიან, რომლებიც ნიკა მელიას ლობირებენ.

რაც შეეხება გენერალურ მდივანს, სახელდება პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურა. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კი "კურიერის" ინფორმაციით, დავით კირკიტაძე იქნება,  თუმცა არ არის გამორიცხული ეს მდგომარეობა შეიცვალოს და კირკიტაძე პარტიის თავმჯდომარედ დასახელდეს. 

რაც შეეხებათ აკაკი მინაშვილსა და გიორგი ბოტკოველს, როგორც "კურიერს" წყარო უყვება, ეს ორი ადამიანი პარტიაში არსებულ თანამდებობას შეინარჩუნებს. 

დღეს პარტიაში კონსულტაციები იგეგმება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება პოლიტსაბჭო, რომელმაც არჩევნების თარიღი და კანდიდატები უნდა დაასახელოს.

თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" მიესალმებიან რომ რაც შეიძლება მეტი კანდიდატი დასახელდეს პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე.

"მივესალმები თუ სხვა კანდიდატურებიც დასახელდება, ხოლო აქამდე ვინც დასახელდა პრაქტიკულად ყველა ჩემი მეგობარია,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.

დღეს, ასევე ცნობილი გახდა, რომ საკუთარ კანდიდატურას შესთავაზებს ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და წევრი გიორგი მუმლაძე. 

"ჩემი მიზანია, რომ ეს პარტია უფრო ქმედითი გახდეს, ნიკა მელია კი აღარ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე, პირდაპირ ვიტყვი, როგორც წარუმატებელი პროექტი. ბოლო 2 წელში მან პარტია პრაქტიკულად გაანადგურა. მე მას ნებისმიერ საჯარო დებატებში ვიწვევ", - ამბობს ”მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი გიორგი მუმლაძე. 

დღის ამბები