27 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთის სუვერენიტეტი ოფიციალურად აღიარეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთის სუვერენიტეტი ოფიციალურად აღიარეს,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში ვიზიტისას განაცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, ეს აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა.

"ყარაბაღის მეორე ომის შედეგები რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ზანგეზურის დერეფნის გახსნა სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას," - განაცხადა ალიევმა.

დღის ამბები