27 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს-ჯეიკ სალივანი

შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯეიკ სალივანმა განაცხადა. მხარდაჭერის ახალი პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს. დახმარების ახალი პაკეტი შეავსებს იმ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც უკრაინას მოკავშირეებმა გადასცეს.

"შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. მხარდაჭერის ახალი პაკეტი მოიცავს საზენიტო სარაკეტო სისტემა "ჰავკის" რაკეტებს და ოთხ ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემა "ევენჯერს", რომლებიც აღჭურვილია საზენიტო რაკეტა "სტინგერებით".

დახმარების ახალი პაკეტი შეავსებს იმ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც უკრაინას პარტნიორებმა და მოკავშირეებმა გადასცეს. ერთი კვირაც არ გასულა, რაც მე კიევში გახლდით და მქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან ერთად მემსჯელა, რა სჭირდება უკრაინას, რომ რაც შეიძლება ძლიერი პოზიციები ჰქონდეს ბრძოლის ველზე. საჰაერო თავდაცვის სიტემის გაძლიერება არსებით როლს თამაშობს უკრაინისთვის იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ფრთოსან რაკეტებსა და დრონებს იყენებს კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის,"-აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი.

დღის ამბები