27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
პარტნიორების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების მხარდასაჭერად მუშაობას ვაძლიერებთ, მხარს ვუჭერთ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირმა სამხედრო მობილობისა და კიბერ თავდაცვის გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, შეიქმნება ევროკავშირის კიბერ თავდაცვის საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს კიბერ თავდაცვითი განვითარების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. წარდგენილი გეგმა ევროკავშირის ქვეყნებს შორის სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის იოლად და სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობების გაზრდასაც ითვალისწინებს.

"ევროპაში უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს, რაც ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის ახალ გარემოსთან ადაპტაციას მოითხოვს. ეს მოითხოვს ხიდების, გვირაბების და გზების მოწყობას, ასევე მატარებლებს, რომლებსაც შეეძლებათ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების ტრანსპორტირება. ჩვენ ასევე გვჭირდება ხარვეზების აღმოფხვრა კიბერთავდაცვაში.

ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად. მხარს ვუჭერთ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას, ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა გაფართოვდება, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან,"-აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი.



დღის ამბები