27 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა 25 000 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღო, დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს

ამოღებულია 25 000 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების უაქციზო პროდუქცია ჯამში 120 000 ლარის ღირებულებისაა. დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება გრძელდება- დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან, მათი საცხოვრებელი სახლებიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში 25 380 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 120 000 ლარს აღემატება. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ,"-აცხადებს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ნინო ზედელაშვილი.

 

დღის ამბები