27 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
სამხრეთით 41 დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ, მადლობა ყველა გმირს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წინსვლას- ვოლოდიმირ ზელენსკი 

უკრაინული ძალების მიერ ხერსონის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის 41 დასახლებაა განთავისუფლებული. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის დამცველებს, რომლებმაც რეგიონის დეპკუპაციაში შეიტანეს წვლილი, მისი თქმით ფრონტის ხაზსა და დიპლომატიურ ველზე ბრძოლა გრძელდება.

"კარგი ახალი ამბები გვაქვს სამხრეთიდან. თავდაცვის ოპერაციის ფარგლებში უკვე ათეულობით უკრაინული დროშა დაბრუნდა თავის კუთვნილ ადგილს, გათავისუფლებულია 41 დასახლება. მადლობა ყველა გმირს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წინსვლას.

დღეს ყველა ბედნიერები ვართ, ვიხილოთ, თუ როგორ ხვდებიან ოკუპირებულ სოფლებსა და ქალაქებში დარჩენილები ჩვენს მეომრებს. ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, მიღწეულია რამდენიმეთვიანი ხისტი ბრძოლით. მიღწეულია სიმამაცით, ტკივილით და დანაკარგით. მტერი კი არ მიდის, მათ უკრაინელები დევნიან დიდი ძალისხმევის ფასად. ბოლომდე უნდა გავიაროთ გზა ბრძოლის ველსა და დიპლომატიაში იმისათვის, რომ მთელ ჩვენს მიწაზე უკრაინის დროშები აღიმართოს და არა მტრის სამფერიანი დროშები,"-აცხადებს ზელენსკი. 



დღის ამბები