ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებენ- ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდი აქვეყნებს.
"გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, გადასცეს რუსეთის საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეცნო საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი", – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეთანხმებული ტექსტი ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.