27 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
აიცილეს თუ არა "დემოკრატებმა" გიგანტური წითელი ტალღა - რომელი პარტია მოიპოვებს უმრავლესობას და რა პროგნოზები კეთდება აშშ-ში

აიცილეს თუ არა "დემოკრატებმა" გიგანტური წითელი ტალღა? - ამერიკის შეერთებული შტატები  ხმებს ითვლის. ჯო ბაიდენი კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ მისი პარტია მინიმუმ სენატში ხმათა უმრავლესობას შეინარჩუნებს, თუმცა პრეზიდენტის ოპტიმიზმი ჯერ კიდევ ბეწვზე კიდია. წარმომადგენლობით პალატაში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "რესპუბლიკელები" ლიდერობენ, მათ უკვე აქვთ 219 ხმა და პალატის სრული კონტროლისთვის 7 მანდატი სჭირდებათ.

სენატის ბედიც პლიუს ერთი ან ორი მანდატის მოგებით წყდება. ნევადა, არიზონა, ჯორჯია - ზედა პალატა სამ შტატზეა დამოკიდებული. ახლა ორივე პარტია მხოლოდ პატარა უპირატესობის მოპოვებისთვის იბრძვის, რაც იმას ნიშნავს, რომ შტატებს ტრამპის მიერ დაპირებულმა წითელმა ტალღამ ვერ გადაუარა. "წითლებს" და "ლურჯებს" არჩევნებიდან მეორე დღესაც ფაქტობრივად თანაბარი შანსები რჩებათ.

კონგრესის არჩევნები უკვე შეაფასა ეუთო/ოდირმა. ტექსტში წერია, რომ ამომრჩეველი აქტიური იყო, პროცესი კი კონკურენტული და პროფესიონალურად მართული, თუმცა პოლარიზებულიც. ამასთან, ოდირში თვლიან, რომ გამოვლინდა ფაქტები, რომელებიც ძირს უთხრის ამომრჩევლის ნდობას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადგილი ჰქონდა თაღლითობის უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლებიც პროცესში მონაწილე თანამდებობის პირების მიმართ დაშინებასა და მუქარას ეხებოდა. ეუთო ოდირის შეფასებით, ამერიკის შუალედურ არჩევნებზე დაფიქსირდა გარკვეული სისტემური გამოწვევებიც, როგორიცაა ტენდენციურობა, როდესაც პოლიტიკოსებს ჰქონდათ თავიანთი ამომრჩევლის შერჩევის შესაძლებლობა და არა პირიქით. გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაზე ფულით ზეგავლენის მოხდენის ფაქტებიც, რამაც, ოდირის შეფასებით, უთანასწორო გარემო შექმნა.

დღის ამბები