27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
იან ლიპავსკი - "საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!"

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

იან ლიპავსკი წერს, რომ საქართველოს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა აქვს.

"მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და რეგიონალურ გამოწვევებზე.

საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!" - აღნიშნავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

დღის ამბები