ევროპაში აღიარებული მხატვრის გამოფენა თბილისში - ნიკო ცეცხლაძესთან და ოლეგ ტიმჩენკოსთან ერთად მოღვაწე არტისტმა გადაწყვიტა ეროვნული გალერეის ოთხ სივრცეში 32 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები გამოეფინოს. ნახატების გარდა დამთვალიერებელს გამოფენაზე, რომელიც დღეს გაიხსნა, კოკა რამიშვილის მის მიერ გადაღებული ფოტოებისა და ინსტალაციების ნახვაც შეეძლება.
ახლა კოკა რამიშვილი შვეიცარიაში მოღვაწეობს, თუმცა გამოფენებს ხელოვნების მოყვარულებისთვის საქართველოშიც აწყობს. არტისტმა ეროვნულ გალერეაში დამთვალიერებლისთვის სიურპრიზიც მოაწყო - მედიტაციის ოთახი სადაც გამოფენაზე მისულებს მოსვენება და ნიკა მაჩაიძის მუსიკის მოსმენა ფოტოკოლაჟის თანხლებით შეეძლებათ.