27 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებები უნდა იყოს გამოძიებული, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული - Amnesty International

რუსების მიერ უკრაინელების ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადასახლება და დეპორტაცია არის ომის დანაშაული და სავარაუდოდ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International ანგარიშშია ნათქვამი. 

ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი, როგორ ასახლებდნენ უკრაინელებს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ან - რუსეთის ტერიტორიაზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბავშვები ოჯახებისგან განაცალკევეს, რაც საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. 

"ომის დაწყებიდან, რაც თავისთავად საერთაშორისო დანაშაულია, რუსებმა დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, ოჯახების წევრები ერთმანეთს დააშორეს. არავინ შეიბრალეს, მათ შორის - არც ბავშვები. 

რუსეთის მიერ იძულებით გადასახლებისა და დეპორტაციის ტაქტიკა ომის დანაშაულია. Amnesty International მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს გამოძიებული, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული," - აცხადებს Amnesty International-ის გენერალური დირექტორი აგნეს კალამარდი.

დღის ამბები