27 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოზარდები სიღნაღში იმყოფებიან
ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოზარდები სიღნაღში იმყოფებიან. მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და რადას დეპუტატთან ერთად ქალაქი დაათვალიერეს. მოგვიანებით კი, ისინი ბოდბის დედათა მონასტერსაც ესტუმრებიან. 
 
 კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გურჯაანში უკრაინელ მოზარდთათვის ბანაკი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. ათი დღის განმავლობაში ბავშვები სასტუმრო "ახაშენის ღვინის კურორტში" დაბინავდნენ და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით თუ გასართობ აქტივობაში ერთვებიან. არჩილ თალაკვაძისა და ლიუდმილა მარ-ჩენკოს ინიციატივით, ჩერნიგოვის ოლქის, სპორტული სკოლის 43ი მოსწავლე და მათი თანმხლები პირები საქართველოში 16ი ნოემბრის ჩათვლით დარჩებიან.
დღის ამბები