ამერიკის შტატ პენსილვანიაში გარდაცვლილი დემოკრატი კანდიდატი აირჩიეს - ამის შესახებ ინფორმაციას ,,გარდიანი" ავრცელებს. როგორც სტატიიდან ირკვევა, ტონი დელუკამ, რომელიც გასულ თვეში გარდაიცვალა, ხმათა 85 პროცენტი მიიღო. გარდიანი ასევე წერს, რომ დელუკას გარდაცვალების დროისთვის, ბიულეტენის შეცვლა ან სხვა კანდიდატის წამოყენება უკვე დაგვიანებული იყო.
პენსილვანიის დემოკრატიული კამპანიის კომიტეტის განცხადებით, უახლოეს მომავალში განმეორებითი არჩევნები გაიმართება. ტონი დელუკა 39 წლის განმავლობაში პენსილვანიის 32-ე საკანონმდებლო ოლქს წარმოადგენდა და ბოლო 20 წელი, წარმომადგენელთა პალატის სადაზღვევო კომიტეტის თავმჯდომარედ მსახურობდა.