უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჰერსონის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს - ამის შესახებ მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ჯარები ჰერსონის ოლქში შეტევას გეგმის მიხედვით აგრძელებენ.
პარალელურად, რუსული ძალები ჰერსონის ოლქს ტოვებენ. უკრაინის ძალები უკვე იმ სოფლებში იმყოფებიან, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.
ჰერსონის დაკავება რუსეთმა ომის დაწყების პირველივე დღიდან მოახერხა, თუმცა რუსეთის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჯარებმა ქალაქის დატოვების და თავდაცვის ხაზის, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მოწყობის განკარგულება მიიღეს.