დევიდ ლი, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს. ევროპარლამენტარმა დევიდ ლის ბრალდებების საპასუხოდ თქვა, რომ მას საერთოდ არ იცნობს და ამ საკითხზე კარლ ჰარცელთან კომუნიკაცია საერთოდ არ ქონია.
"დეზინფორმაცია! მაქვს კარლ ჰერცელთან შეხვედრის ტრანსკრიფცია. კარლმა მითხრა, რომ იყო კრიტიკა ჩემს პოსტზე ევროპარლამენტარის მხრიდან. ევროკავშირს აქვს ფაქტები. ჰარცელის 2 თანამშრომელიც იყო შეხვედრაზე," - წერს დევიდ ლი.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასოციაცია საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. მიზეზად ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს ასახელებს, რომელმაც დევიდ ლის მტკიცებით ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს წერილი მისწერა და ამ უკანასკნელს, ასოციაციის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვა მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო.
"საერთოდ არ ვიცი ვინ არის ბატონი ლი. არ მახსენდება, რომ მას ოდესმე შევხვედრილვარ. არასდროს მიმიწერია ელჩ ჰარცელისთვის დევიდ ლიზე წერილი. ეს სრული სიცრუეა. ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. საერთოდ არ ვიცი ვიღაც სახელად ლი რატომ აკეთებს ამას. ეს მას უნდა ჰკითხოთ," - აცხადებს კუბილიუსი.