ევროკავშირისა და ასოცირებული ქვეყნების ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაზე განიხილეს ევროკავშირსა და მისი წევრი სახელმწიფოების პოზიცია და საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა. კონფერენციის მიზანია, ევროპული ინტეგრაციის, ევროპული ღირებულებებისა და რეფორმების შესახებ ჩეხ, ქართველ და ევროპელ პოლიტიკოსებს, შორის დიალოგისათვის სადისკუსიო პლატფორმის შექმნა.