27 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზისექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება - ის საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება. სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა. ამ ეტაპზე დასრულებულია ზედა სადგურის ფუძისა და ტექნოლოგიური ნაწილის მოწყობის სამუშაოები, ნაწილობრივ ამოყვანილია სადგურის კედლები და კოლონები, განხორციელდა ფუნდამენტის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები.

სადგურის შენობისა და ბაქანის მოწყობა მომავალი წლის იანვარში დასრულდება, ხოლო საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება.

საბაგირო გზა, სადაც 21 გონდოლა იმოძრავებს, საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მ იქნება. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება და ის სამართავად მთაწმინდის პარკს გადაეცემა.

დღის ამბები