27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ნოემბრის შუალედური კონგრესის არჩევნები იყო პროფესიონალურად მართული, თუმცა პოლარიზებული, გამოვლინდა ფაქტები, რომელიც ძირს უთხრის ამომრჩევლებში ნდობას - ეუთო/ოდირი

"ნოემბრის შუალედური კონგრესის არჩევნები იყო კონკურენტული და პროფესიონალურად მართული, ამომრჩევლის აქტიური მონაწილეობით, თუმცა პოლარიზებული. გამოვლინდა ფაქტები, რომელიც ძირს უთხრის ამომრჩევლებში ნდობას" - ამის შესახებ ეუთო/ოდირი წერს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადგილი ჰქონდა თაღლითობის უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც მიმართული იყო დაშინებისა და მუქარის ფორმით არჩევნების პროცესში მონაწილე თანამდებობის პირების მიმართ.

ეუთო/ოდირის შეფასებით, ამერიკის შუალედურ არჩევნებზე დაფიქსირდა გარკვეული სისტემური გამოწვევები, როგორიცაა ტენდენციურობა, სადაც პოლიტიკოსებს ჰქონდათ თავიანთი ამომრჩველის შერჩევის შესაძალებლობა და არა პირიქით.

გარადა ამისა, საარჩევნო პროცესის განმავლობაში გამოვლინდა კამპანიაზე ფულით ზეგავლენის მოხდენის ფაქტები, რამაც უთანასწორო გარემო შექმნა.

დღის ამბები