27 ნოემბერი 2024,   02:11
ვრცლად
საქართველოს როლი აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის ურთიერთ-თავსებადობა - საკითხები ეკონომიკის მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა

საქართველოს როლი აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად, თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის საკითხებში, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის ურთიერთ-თავსებადობა - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დროს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა.

ლევან დავითაშვილმა ევროკომისრებთან ერთად უკვე შესრულებულ და დაგეგმილ პროექტებზეც იმსჯელა. ლევან დავითაშვილის ვიზიტი ბრიუსელში გრელდება.

"გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ენერგეტიკის მიმართულებით. წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იმისთვის, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, ზოგადად რეგიონის ქვეყნები მჭიდროს დავუკავშიროთ ევროკავშირს საქართველოს მეშვეობით. საქართველოს სატრანზიტო როლი მაკავშირებლის კიდევ უფრო იზრდება ამ პროცესში," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები