რუსული ძალები ჰერსონის ოლქს თანდათან ტოვებენ - ბოლო მონაცემებით, უკრაინელი დამცველები სოფლებში პრავდინე და კალინივსკეში შევიდნენ, სადაც მანამდე მძიმე ბრძოლები იყო.
ჰერსონის დაკავება რუსეთმა ომის დაწყებიდან პირველვე დღიდან მოახერხა, თუმცა გუშინ
რუსეთის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჯარებმა ქალაქის დატოვებისა და თავდაცვის ხაზის მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მოწყობის განკარგულება მიიღეს.
ამ ბრძანების გაცემამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიციალური ინფორმაციით,
ავტოავარიაში დაიღუპა რუსეთის მიერ დანიშნული ჰერსონის დე ფაქტო გუბერნატორი, კირილ სტრემოუსოვი.
უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიებს კი რუსეთი კვლავ ინტენსიურად უტევს. ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში კასეტური ბომბები გამოიყენეს. დაღუპულია ერთი ადამიანი.