27 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
მერწმუნეთ, რომ სააკაშვილის, გვარამიას ან ვიღაცის გათავისუფლების გამო, ჩვენ სტატუსს მოგვცემენ თუ არა, ამაზე დამოკიდებული არ არის - ირაკლი კობახიძე

"მერწმუნეთ რომ სააკაშვილის, გვარამიას ან ვიღაცის გათავისუფლების გამო, ჩვენ სტატუსს მოგვცემენ თუ არა, არ არის ამაზე დამოკიდებული, - ამის შესახებ  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, თუკი იმ დანაშაულების შემდეგ, რომელიც  სააკაშვილმა ჩაიდინა ის გათავისუფლდება, საზოგადოება  მთავრობას და მის წევრებს არასერიოზულად შეაფასებს. 

"მერწმუნეთ რომ სააკაშვილის, გვარამიას ან ვიღაცის გათავისუფლების გამო, ჩვენ სტატუსს მოგვცემენ თუ არა, არ არის ამაზე დამოკიდებული. არანაირად არ განაპირობებს ეს ამ გადაწყვეტილებას. ასევე, სერიოზული რისკები არის დაკავშირებული სააკაშვილის გათავისუფლებასთან. მით უმეტეს თუ ეს ხდება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ისინი უსაფუძვლოდ ითხოვენ სასჯელის გადავადებას, ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. ხალხი როდესაც დაინახავს, რომ  კაცი შემოდის ქვეყანაში არაჟნის კონტეინრით და მერე ახერხებს რაღაც მანიპულაციებით იმას რომ გათავისუფლდეს, ჩვენც არასერიოზულად შემოგვხედავენ. დიაგნოზიც კი ვერავინ გამოიტანა. თუ ასეთ სპეკულაციებს ავყვებით, საზოგადოება არასერიოზულად შემოგვხედავს. 

მე შეგახსენებთ რა არის მიხეილ სააკაშვილის ბრალი, ეს უკავშირდება გირგვლიანის საქმეს, სადაც მისი დანაშაულებრივი ქმედება, პირდაპირ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არის დაფიქსირებული. მან რომ ანგარებით გაათავისუფლა მკვლელები პირდაპირ წერია და ასევე ისიც წერია, რომ გეოგნებულია სტრასბურგის სასამართლო პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილებებით. 

ასევე სასჯელი არის დამდგარი იმაზე, რომ ის უკანონოდ შემოვიდა ქვეყანაში. არსებობს ვალერი გელაშვილი პრაქტიკულად წამების ეპიზოდი. არის ე.წ. პიჯაკების საქმე, რომელიც 9 მილიონის ქურდობას უკავშირდება ბიუჯეტიდან,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები