27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
კუბილიუსი რომ აპრავებდა სააკაშვილს 2012 წლამდე, ძალიან კარგად იცოდა სააკაშვილს რა სისხლიანი რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული და იმის მფარველი იყო - ირაკლი კობახიძე

კუბილიუსი რომ აპრავებდა სააკაშვილს 2012 წლამდე ძალიან კარგად იცოდა მან, სააკაშვილს რა სისხლიანი რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული და მისი მფარველი იყო - ამის შესახებ  "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ ევროპარლამენტარებს საკუთარი ინტერესი აქვთ. 

"კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და ეს არის მარტივად გლობალური და ლოკალური ომის პარტია. ისინი ერთმანეთს ამაგრებენ. სინამდვილეში ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არის იგივე სააკაშვილი. მას შეხვდნენ ვიდრე საქართველოში წამოვიდოდა. ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაუპრავეს სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ესარჩლებიან ახლა სააკაშვილს. ისინი ჩარეულები იყვნენ ამ კაცის საქართველოში ჩამოსვლაში და ახლა პასუხისმგებლობა აქვთ, რომ გამოესარჩლონ. კუბილიუსი რომ აპრავებდა სააკაშვილს 2012 წლამდე, ძალიან კარგად იცოდა მან სააკაშვილს რა სისხლიანი რეჟიმის ჰქონდა ჩამოყალიბებული და იმის მფარველი იყო. ამის შემდეგაც ძალიან კარგად იცის ვინ არიან ეს ადამიანები, სააკაშვილი, გვარამია, კეზერაშვილი ჭუტა და ა.შ. მაგრამ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები