27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია თვითონვე გახდა საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი - ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია თვითონვე გახდა საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი - ამის შესახებ  "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით პოლარიზაცია, რადიკალური დაპირისპირება ორ სხვადასხვა დაჯგუფებას შორის. 

"რადიკალური ოპოზიცია თვითონვე გახდა საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი. ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღემდე ინარჩუნებენ  რადიკალურ დღის წესრიგს და ცდილობენ ამ რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა, რასაც ვეღარ ახერხებენ. რადიკალიზმმა, რომელსაც ისინი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში აღვივებდნენ, ნაცმოძრაობის შიგნით გადაინაცვლა. დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით პოლარიზაცია, რადიკალური დაპირისპირება ორ სხვადასხვა დაჯგუფებას შორის, რაც კარგია - ეს ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სუსტდება და კიდევ უფრო დასუსტდება. ასეთ პირობებში კი შანსი სხვა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს ეძლევათ რომ ტავი დაიმკვიდრონ. ეს ძალიან კარგი პროცესია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები