27 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
კიდევ 29 ოჯახი, რომელსაც მერიამ ბინები საკუთარებაში გადასცა - საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ

კახი კალაძემ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დღეს ოფიციალურად თავად გადასცა. საუბარია იმ 29 ოჯახზე, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ იკანონებდნენ. დღეიდან მათ საკუთარი სახლები აქვთ.

პროგრამის ფარგლებში ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე 2600-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. პროცედურულად მოქალაქემ უნდა მიმართოს რაიონის გამგეობას. საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ადგილზე მიაწვდიან ინფორმაციას, თუმცა მთავარი პირობაა, რომ პირი წლების განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს დაუკანონებელ ფართში.

თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული , რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად გაგრძელდება.

დღის ამბები