27 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
სოფელ გორგაძეებში ხის მეჩეთი დაიწვა

დღეს, 9 ნოემბერს, ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში, ხის მეჩეთი დაიწვა, - ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს.

ხალის ადმინისტრაციულ თემში მერის წარმომადგენელმა ნოდარ კახიძის თქმით, ხანძარი დილით, დაახლოებით 8:15 საათზე გაჩნდა, შედეგად არავინ დაშავებულა.

"სახანძრო მოვიდა, მაგრამ ხის მეჩეთი იყო და ადვილად მოეკიდა ცეცხლი. მოქმედი მეჩეთი იყო, თუმცა იმ დროს არავინ იმყოფებოდა შენობაში" – ამბობს ნოდარ კახიძე.

მეჩეთს ჰქონდა თუ არა ძეგლის სტატუსი, ამის შესახებ სოფელში ინფორმაცია არ აქვთ.

დღის ამბები