27 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
რა ჩაწერეს ბრიუსელში საქართველოს შესახებ შექმნილ ანგარიშში, რომელსაც 47 მომხრე და 5 წინააღმდეგი ჰყავს

ანდრიუს კუბილიუსი ხელისუფლებას რეფორმების დაჩქარებას ურჩევს და აქვე აკონკრეტებს რომ საგარეო კომიტეტის მხადაჭერა დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებას არ ნიშნავს. პროექტმა საკმარისი ხმები პლენარულ სხდომაზეც უნდა მიიღოს.

შესწორებების ავტორების პოზიციები სახელიუსფლებო გუნდისთვიის კონკრეტიკისგან დაცლილი და აბსურდულია. ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მხადაჭერილი ტექსტის მიღმა-ევროპარლამენტარების ერთი ჯგუფის პოლიტიკურ მიზანს ხედავენ.

ევროპარლამენტარების ერთ-ერთი შესწორება "ყოველგვარი გამყოფი და აგრესიული რიტორიკისაგან თავშეკავებასაც" ეხება, თუმცა ეს მოწოდება დღეს ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის მოწოდებად დარჩა. ახლად შექმნილმა ოპოზიციურმა ერთობამ და მათმა კოლეგებმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ქვეყნა ევროპული პერსპექტივის გზაზე რეგრესად შეაფასეს.

ოპონენტების განცხადებები მმართველ პარტიას უმყარებს ეჭვს, რომ ოპოზიციის ნაწილს არ სურს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიიღოს. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე აქცენტს კი სასამართლო სისტემაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად აფასებენ.

საქართველოს მიერ ასიცირების ხელშეკრეულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ყოველწლიურ ანგარიშს ევროპარლამენტი საბოლოოდ კენჭისყრაზე დეკემბრის მეორე ნახევრისთვის გაიტანს.

დღის ამბები