27 ნოემბერი 2024,   02:11
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის მეფეს და მის მეუღლეს უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს და მის მეუღლეს უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა. მამაკაცი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

შემთხვევა ქალაქ იორკში მოხდა. პრესის ინფორმაციით, დაკავებული ყვიროდა, რომ ბრიტანეთი "მონების სისხლზე იყო აშენებული". ინციდენტის ადგილიდან დაცვამ მეფე ჩარლზის გაყვანა უსაფრთხოდ შეძლო.

დღის ამბები