27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
სად მიდის ტრანსნაციონალური გამოძიების კვალი - კურიერმა" თბილისში კიდევ 2 ლოკაცია გაარკვია, სადაც უკანონო ქოლცენტრები ფუნქციონირებდა

სად მიდის ტრანსნაციონალური გამოძიების კვალი - ქოლცენტრების საქმეზე დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის ოფისში, ჩხრეკა ჩატარდა.

ოფიციალური მასალებით ირკვევა, რომ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა ვაკეში, "აქსის თაუერში" მდებარე ოფისებში, რომელიც ბიზნესმენ იოსებ მგელაძის მფლობელობაშია.  ის წლების განმავლობაში მართავს დავით კეზერაშვილის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიებს. იოსებ მგელაძე გახლავთ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიის დირექტორიც, რომლის ოფშორული აქტივები, “პანამა ფეიფარსის“ მონაცემებით, დავით კეზერაშვილის მფლობელობაშია.

რა კავშირი აქვს მას უკანონო ქოლცენტრების საქმესთან,  ამ და სხვა შეკითხვებს, მგელაძე სავარაუდოდ 1 საათში ჩანიშნულ ბრიფინგზე უპასუხებს. 

"აქსის თაუერში" ადასტურებენ, რომ საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, თუმცა დეტალებთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებენ. 

"კურიერმა" თბილისში კიდევ 2 ლოკაცია გაარკვია, სადაც  უკანონო ქოლცენტრები ფუნქციონირებდა. ერთი არის ვაჟა ფშაველას 71 ნომერში მდებარე შენობა, მეორე კი ლეონიძის 2 ნომერში მდებარე შენობა. 

დღის ამბები