დღეს ძმებ კაკულიების სასამართლო პროცესზე 3 მოწმე გამოიკითხა. მხარეების კითხვებს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უპასუხეს. მათ შემთხვევის ადგილი დაასურათეს. პროცესს ორივე ბრალდებული ძმა, ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიან.